საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სან ფრანცისკოში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის თავის აღნიშვნა

საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ქალაქ სან ფრანცისკოში, გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.

მიღებაზე აშშ-ში საქართველოს ელჩმა ბატონმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალბატონმა დიანა ჟღენტმა, ისაუბრეს საქართველო ამერიკის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და აშშ- როლზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

მიღების დროს ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებსა და წარმატებებს უახლოეს ისტორიაში. ასევე ისაუბრეს ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე საქართველოს განვითარების პროცესისათვის.


 


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal