საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გენერალურ საკონსულოში სასწავლო პრაქტიკის კონკურსი

განცხადება ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურისაკონსულოში სასწავლო პრაქტიკის კონკურსის შესახებ

 

ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო აცხადებსსასწავლო პრაქტიკის კონკურსგანცხადებების მიღების ვადაა2018 წლის 20 მარტიდან 30 მარტის ჩათვლითსასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდია 1 მაისიდან 15 ივნისამდე (45 დღე) და 1 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით (45 დღე) 

 

აპლიკანტი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების ბაკალავრიატის პროგრამის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი/სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური ქულა (GPA) უტოლდება 3.0-ს.

სტუდენტი უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში უნდა სწავლობდეს შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისოურთიერთობები; პოლიტიკური, სოციალური, ჰუმანიტარული მეცნიერებები; ეკონომიკასაჯარო მმართველობასამართალი.

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა ფლობდეს აშშ-ს მუდმივად ცხოვრების ნებართვას (Green Card) ან შესაბამის ვიზას, რომელიც საშუალების აძლებს მუშაობის ან სწავლის ნებართვას.

კანდიდატებისთვის სავალდებულოა შემდეგი კომპეტენციებიანგარიშვალდებულებაშედეგების მიღწევაანალიტიკურიაზროვნებაპროაქტიურობაგუნდური მუშაობაზეპირი და წერითი კომუნიკაცია ინგლისურ და ქართულ ენებზე.

სასწავლო პრაქტიკანტის ფუნქციები: გენერალური საკონსულოს ფუნქციონირების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობა;გენერალურ საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა; უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემულიდავალებების დადგენილ ვადებში შესრულება;

 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: newyork.con@mfa.gov.ge


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal