საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

 

საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ნიუ იორკში

სტაჟირების გავლის შესახებ

 

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ნიუ იორკში 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე newyork.con@mfa.gov.ge.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები მოიცავს შესარჩევი კომისიის მიერ აპლიკაციების განხილვას და შერჩეული აპლიკანტების ინტერვიუს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  1. დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; (საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური ან სოციალური მეცნიერებების განხრით); ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კურსზე ყოფნის საბუთი;
  2. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  3. Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) - მაღალ დონეზე ცოდნა;

საქართველოს გენერალურ საკონსულოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე newyork.con@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3x4);

ზ) ნასამართლეობის ცნობა;

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ნიუ იორკში - 144 East 44th Street, 4th Floor, New York, NY 10017.

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: +1 (212) 922-1722

ელ-ფოსტა: newyork.con@mfa.gov.ge

 


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი