საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუნებრივი კატაკლიზმები

 

მოცემული ინფორმაცია გაძლევთ საშუალებას დაგეგმოთ თქვენი ქმედებები და გქონდეთ მოქმედების გეგმა გადაუდებელი სიტუაციის დროს, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები. 


 


ბუნებრივი ხანძარი

მოსამზადებელი პროცესი:

  • დარეგისტრირდით თქვენი შტატის გამაფრთხილებელ აღრიცხვიანობის სისტემაში.

  • დარეგისტრირდით The Emergency Alert System (EAS)-ზე, რათა მიიღოთ შეტყობინება საგანგებო ვითარების შესახებ.

  • გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ თქვენი შტატის საევაკუაციო გეგმას და მიჰყვეთ წინასწარ დაგეგმილ მარშუტს თავშესაფარისკენ. 

  • მოიმარაგეთ გადაუდებელი სიტუაციისთვის საჭირო პროდუქტები და N95 მასკები.

  • გადაუდებელ შემთხვევაში ეცადეთ განთავსდეთ დახურულ ოთახში და ჩაკეტოთ ყველა შესაძლო ჰაერის შემოსვლის წყარო.

  • სახლში დარჩენის შემთხვევაში, განათავსეთ ხანძარ გამძლე ზონა, გამოიყენეთ არა-წვადი მატერიის მქონე ბარიერები.


გადაუდებელი სიტუაცია:

  • მოახდინეთ დაუყონებლივი ევაკუაცია.

  • დაუკავშირდით 911 და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ.

  • მოუსმინეთ და მიადევნეთ თვალი ადგილობრივ საევაკუაციო განცხადებებს და მიჰყევით ევაკუაციის გეგმას.

  • გამოიყენეთ N95 მასკები და დაიცავით თავი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებისგან.

 

წყალდიდობა

მოსამზადებელი პროცესი:

  • გაეცანით თქვენი შტატის წყალდიდობის სახეობებს. ეწვიეთ დამატებითი ინფორმაციისთვის FEMA’s Flood Map Service Center (https://msc.fema.gov/portal/home)

  • დარეგისტრირდით The Emergency Alert System (EAS)-ზე, რათა მიიღოთ შეტყობინება საგანგებო ვითარების შესახებ.

  • თუ თქვენი ადგილმდებარეობა არის წყალდიდობის ზონაში, მოახდინეთ დაკვირვება პოტენციურ ფაქტორებზე.

  • შეისწავლეთ საევაკუაციო გეგმა და გაეცანით თავშესაფარის ადგილმდებარეობას. 

  • მოიმარაგეთ გადაუდებელი სიტუაციისთვის საჭირო პროდუქტები.


გადაუდებელი სიტუაცია:

  • დაუყოვნებლივ დატოვეთ წყალდიდობის არეალი და გადაადგილდით წინასწარ დაანონსებულ უსაფრთხო თავშესაფარში.

  • ევაკუაციის დროს დაიცავით საგზაო წესები და არ გადაუაროთ ბარიკადებს.

  • მოუსმინეთ და მიადევნეთ თვალი ადგილობრივ საევაკუაციო განცხადებებს და მიჰყევით ევაკუაციის გეგმას.

  • არ გადაადგილდეთ ფეხით, დაუშვებელია ცურვა და სატრანსპორტო საშუალების გამოყენება დატბორვის არეალში.

  • თავი შეიკავეთ ხიდზე გადაადგილებისგან, შესაძლოა წყლის ძლიერმა ნაკადმა მოახდინოს ხიდების დაზიანება.


ქარიშხალი
მოსამზადებელი პროცესი:

  • გაეცანით თქვენი შტატის ქარიშხალის სარისკო არეალს.

  • დარეგისტრირდით The Emergency Alert System (EAS)-ზე, რათა მიიღოთ შეტყობინება საგანგებო ვითარების შესახებ.

  • თქვენი ადგილმდებარეობა თუ არის ქარიშხალის ზონაში მოახდინეთ დაკვირვება პოტენციურ ფაქტორებზე.

  • შეისწავლეთ საევაკუაციო გეგმა და გაეცანით თავშესაფარის ადგილმდებარეობას. 


გადაუდებელი სიტუაცია:

  • მოუსმინეთ და მიადევნეთ თვალი ადგილობრივ საევაკუაციო განცხადებებს და მიჰყევით ევაკუაციის გეგმას.

  • გამოიყენეთ გენერატორი ან სხვა ელექტროენერგიის წყარო და განათავსეთ მოწყობილება ფანჯრებიდან შორს.

  • ევაკუაციის დროს დაიცავით საგზაო წესები და არ გადაუაროთ ბარიკადებს.

  • მოერიდეთ ყველანაირ ელექტრონულ კაბელებს და აპარატებს, რომელიც არის დატბორილი.

  • ჩაკეტეთ სახლის ფანჯრები და ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ მსხვრევადი ნივთებისაგან.