საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკონსულო სამსახურში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსმოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.


მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში ორივე მხარისგამოცხადება წინასწარ ჩაწერით.


ვიზიტის დანიშვნა

დანიშვნის ინსტრუქცია

 

ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაციადაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.

საქორწილო ასაკია 18 წელი, 16 წელს მიღწეული პირის ქორწინება დასაშვებია კანონიერიწარმომადგენლების თანხმობით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ქორწინებისთვისაუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.


ქორწინების რეგისტრაცია უფასოა


ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარიაირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოსსაკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.


წარსადგენი დოკუმენტები:

1) დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიცადასტურებს მათ საქართველოს მოქალაქეობას;
2) წინა ქორწინების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეწყვეტის/მოშლისდამადასტურებელი დოკუმენტი;
3) მოწმეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გაითვალისწინეთ, რომ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილით (დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია).

იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანომ უკვე დაარეგისტრირათქვენი ქორწინების ფაქტი, საკონსულო სამსახურში მისი ხელმეორედ რეგისტრაციადაუშვებელია. ქორწინების განმეორებით რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდგარკვეული პირობების არსებობისას.




გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal