საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამოქალაქო აქტის განმეორებითი მოწმობა

მას შემდეგ, რაც პირი ერთხელ მიიღებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას(დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.), შეუძლია მოითხოვოს აღნიშნულიმოწმობის განმეორებით მიღება, დაკარგვის ან სხვა რაიმე მიზეზით დაზიანების ან/და სხვასაჭიროების გამო.

საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითიმოწმობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში სტატუსისმქონე მოქალაქეობის არმქონე პირებმა.


მომსახურების საფასურია 20 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება გენერალურ საკონსულოს სახელზე გამოწერილ მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარჩაწერით.

ვიზიტის დანიშვნა

დანიშვნის ინსტრუქცია


რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა)

2) გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 20 აშშ დოლარის ოდენობით



გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal