საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დოკუმენტის ასლის დამოწმება

საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, დაამოწმოს დოკუმენტის ასლის შესაბამისობა დედანთან. შესაძლებელია ასევე, შესაბამისი წესის დაცვით დამოწმებული დოკუმენტის ასლის დამოწმებაც.

საკონსულო სამსახურში სანოტარო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის  მიმართ.

თითოეული გვერდის დამოწმებისათვის მომსახურების საფასურია 3 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით. ეგზემპლარების რაოდენობიდან გამომდინარე იზრდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც.

მომსახურების მიღება შეგიძლიათ გენერალურ საკონსულოში ვიზიტით (წინასწარ ჩაწერით) ან ფოსტის მეშვეობით. დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით და საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით.


ვიზიტის დანიშვნა

დანიშვნის ინსტრუქცია



დოკუმენტის ასლის დედანთან შესაბამისობის დასამოწმებლად გთხოვთ წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:


1) მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

2) გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები);

3) დასამოწმებელი დოკუმენტის ორიგინალი.



გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal