საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

მომსახურების ფარგლებში ხდება გარკვეულ განცხადებებზე ან დოკუმენტებზე პირისხელმოწერის ფაქტის დამოწმება. დოკუმენტზე ხელის მოწერის დამოწმების დროს, საკონსულო სამსახურის მხრიდან არ ხდება იმ ფაქტების დადასტურება, რომელიცმოცემულია დოკუმენტში. პრაქტიკაში აღნიშნული მომსახურება გამოიყენება თანხმობებისგასაფორმებლად.

საკონსულო სამსახურში შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ სანოტარომოქმედების შესრულება.

თითოეული პირისთვის და თითოეული ხელმოწერისთვის მომსახურების საფასურია 5 აშშდოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.

 

ვიზიტის დანიშვნა

დანიშვნის ინსტრუქცია



ხელმოწერის ნამდვილობის დასამოწმებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1) მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

2) გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები).



გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი