საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მინდობილობა რწმუნებულება

 

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს და სათანადო წესით დაამოწმოსმინდობილობა (სანოტარო აქტი), რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე პირიუფლებამოსილებას ანიჭებს მეორე პირს. სანოტარო აქტის შედგენის დროს მთავარიასაკონსულო თანამდებობის პირის წინაშე გამოხატულ იქნეს მინდობილობის/ რწმუნებულების შედგენის ნება. მიმნდობს (მარწმუნებელს) უფლება აქვს ნებისმიერ დროსშეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ გაკეთებული სანოტარო აქტი.

საკონსულო სამსახურში მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმშემთხვევაში თუ მარწმუნებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოშისტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

მინდობილობის/რწმუნებულების საფასურია 10 აშშ დოლარი. გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.


ვიზიტის დანიშვნა

დანიშვნის ინსტრუქცია


მინდობილობის შესადგენად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1) მარწმუნებლის და რწმუნებულის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
2) გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები).




გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal