საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო აღრიცხვა

საზღვარგარეთ მყოფი ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე 


საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით, ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.  საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი.

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ვებ გვერდის გამოყენებით:

საკონსულო აღრიცხვა

ინსტრუქცია

 

ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დააყენოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს მოქალაქეს ასევე შეუძლია პირადად ონლაინ რეჟიმში (Skype) იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის მეშვეობით.

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი


საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა!





გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal