საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

როგორ მივიღოთ ნიუ იორკის შტატის ვაქცინაციის დამადასტურებელი ციფრული ბარათი?

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან ქალაქის მასშტაბით საკვებ ობიექტებში, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვადასხვა დახურულ სივრცეში შესასვლელად საჭირო იქნება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ვაქცინაციის დასადასტურებლად შეგიძლიათ წარმოადგინოთ, როგორც აცრის შედეგად ოფიციალურად მიღებული ბარათის ორიგინალი, ასევე ნიუ იორკის შტატის ვაქცინაციის ციფრული ბარათი სახელწოდებით - „Excelsior Pass” ან „Excelsior Pass Plus”.

 


რა არის ციფრული ბარათი?

ნიუ იორკის შტატმა შეიმუშავა ორი ტიპის ციფრული ვაქცინაციის ბარათი:

Excelsior Pass - არის დაცული, ციფრული საბუთი რომელიც ადასტურებს ინფორმაციას COVID-19 ვაქცინაციის ან შესაბამისი ტესტის (PCR, Antigen) უარყოფითი რეზულტატების შესახებ.

·       Excelsior Pass შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ნიუ იორკის შტატის მასშტაბით არსებულ დაწესებულებებში, რომლებიც იღებენ Excelsior Pass-ის ციფრულ ბარათს.

·       Excelsior Pass არ შეიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის თარიღებისა და დოზირების შესახებ.

თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ Excelsior Pass ვებგვერდიდან ან შეინახოთ იგი სმარტფონისთვის განკუთვნილ სპეციალურ აპლიკაციში სახელწოდებით - NYS Excelsior Pass Wallet.

Excelsior Pass-ის მისაღებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული - https://epass.ny.gov/identity 

 

Excelsior Pass Plus - ასევე წარმოადგენს დაცულ ციფრულ ბარათს, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას თქვენი ვაქცინაციის შესახებ და ადასტურებს ინფორმაციას შესაბამისი ტესტის უარყოფითი რეზულტატების შესახებ.

·       განსხვავებით Excelsior Pass-ისგან Excelsior Pass Plus-ის დახმარებით შესაძლებელია ვაქცინაციის თარიღის, ადგილისა და დოზირების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

·       მოცემული ინფორმაცია ეხმარება დაინტერესებულ პირს, რომ ხელთ ჰქონდეს როგორც COVID-19 ვაქცინაციის ისტორიის დადასტურებული ჩანაწერები, ასევე უარყოფითი PCR და Antigen ტესტების პასუხების ისტორია.

Excelsior Pass Plus შეგიძლიათ ამობეჭდოთ ვებგვერდიდან ან შეინახოთ მისი ციფრული ვერსია სმარტფონისთვის განკუთვნილ სპეციალურ აპლიკაციაში სახელწოდებით - NYS Excelsior Pass Wallet.

Excelsior Pass Plus-ის მისაღებად, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული - https://epass.ny.gov/identity

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში და დახმარების მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Elections

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal