საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო ფრენები საქართველოში/დან

საქართველოში/დან მიმართულებით საერთაშორისო ფრენების მუდმივად განახლებადი განრიგი იხილეთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველო დაუშვებს ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.

აშშ-დან გამგზავრების დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ რომ ტრანზიტის აეროპორტიდან, ისევე როგორც აეროპორტის შიგნით ტრანზიტის ზონიდან გასვლა არ მოგიწიოთ. ხოლო ტრანზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს! ასევე გაითვალისწინეთ, რომ აშშ-დან ფრენა სატრანზიტო ქალაქამდე უნდა იყოს პირდაპირი (არ მოგიწიოთ ევროპაში ორი გადაჯდომა).

ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშრდეთ თავად ავიაკომპანიებს ან მიმართოთ ტუროპერატორებს.

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის 2021 წ. 1 თებერვლის მდგომარეობით განახლებული წესები და პირობები, იხილეთ ბმულზე.

მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთა ფრენა საქართველოში/დან ღამის საათებშია დაგეგმილი: როგორც ცნობილია კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის შესაკავებლად, საქართველოში მოქმედებს წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში (22:00-05:00) დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირმა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელი ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც აღნიშნული პირები შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ასევე, შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა. იხილეთ ბმული.

Covid-19 პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები, ასევე მოქმედი რეგულაციები განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ვებ გვერდზე StopCov.Ge

აშშ-ში შემოსვლის რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი, იხილეთ შემდეგ ბმულზე

ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Elections

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal