საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განახლებული ინფორმაცია - საქართველოს მოქალაქის აშშ-ში შემოსვლა

აშშ-ში შემოსვლის რეგულაციები უცხოეთის მოქალაქეებისათვის

მნიშვნელოვანი სიახლე: აშშ-ის პრეზიდენტის 2021 წლის 21 იანვრის განკარგულების Promoting COVID-19 Safety in Domestic and International Travel თანახმად, 2021 წლის 26 იანვრიდან აშშ-ში საჰაერო გზით მომავალი ყველა მგზავრი ვალდებულია წარადგინოს კოვიდ19 ტესტის ნეგატიური პასუხი, იმისათვის რომ ავიაკომპანიამ მგზავრი დაუშვას რეისზე. ტესტის პასუხი არ უნდა აჭარბებდეს მგზავრობამდე 72 საათს (3 დღეს). გაითვალისწინეთ, რომ შეერთებული შტატებისკენ მფრინავი ავიაკომპანიები არ დაუშვებენ მგზავრებს რეისზე, თუ მათ არ წარადგინეს შესაბამისი ნეგატიური ტესტის საბუთი ან გამოჯანმრთელების ცნობა. 

აშშ კვლავ ძალაში ტოვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ტრანზიტის შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში. იხილეთ განკარგულების ბმული ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. 

შენიშვნასაიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით. 

Promoting COVID-19 Safety in Domestic and International Travel განკარგულება შენგენის ზონიდან აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ აშშ-ის პრეზიდენტის 2021 წლის 21 იანვრის Promoting COVID-19 Safety in Domestic and International Travel განკარგულებაში.

2020 წლის 22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ (National Interest Exceptionგამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს რომლებიც ბიზნეს საქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ.

  • სტუდენტები, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩო/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.
  • სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოსთან.
  • სტუდენტებს, რომელებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.
  • ინვესტორები, აკადემიკოსები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები ვინც ბიზნეს საქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი, ვიზა/ESTA ავტორიზაციით შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლა.

სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მგზავრობაზე გამონაკლისის დაშვებას იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით გეგმავენ მგზავრობას.

პრეზიდენტის პროკლამაციის შეზღუდვებს მიღმა დანარჩენი ქვეყნებიდან მომავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვეულებრივი წესით დაიშვებიან ქვეყანაში. 

საერთაშორისო მგზავრობიდან აშშ-ში დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 7-14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იხილეთ CDC რეკომენდაცია.

დამატებით დეტალურ ინფორმაციას, გაეცანით შემდეგ ბმულებზე: 

White House: Proclamation on the Suspension of Entry as Immigrants and Non-Immigrants of Certain Additional Persons Who Pose a Risk of Transmitting Coronavirus Disease

CDC: Requirement for Proof of Negative COVID-19 Test or Recovery from COVID-19 for All Air Passengers Arriving in the United States

CDC: After You Travel Internationally

CDC: Domestic Travel During the COVID-19 Pandemic


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Elections

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal