საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აშშ-ში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ

აშშ-ში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შეიქმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.

🔹 ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

🔎 საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრ განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

▶ ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx

გაცნობებთ, რომ ქ. ნიუ იორკში გაიხსნება ორი საარჩევნო უბანი N 8 და N 9, საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართზე - 144 E 44th Street, New York, NY 10017.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უბნები გაიხსნება დილის 08:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Elections

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal