საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ვიზიტი საკონსულოში

12 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის, გენერალური კონსულის დიანა ჟღენტის და სააგენტოს მიერ დაფინანსებული 4 ქართული სტარტაპ კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა ნიუ იორკში მყოფ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველებთან.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როგორც განვითარების, ისე კომერციალიზაციის მნიშვნელობა. სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფოს მიდგომაზე ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების კუთხით და ამ ეტაპისთვის არსებულ საგრანტო პროექტებზე, დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობებზე.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal