საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გრძელდება საკვირაო სკოლებისათვის განკუთვნილი წიგნების გადაცემა!

 

გრძელდება საკვირაო სკოლებისათვის განკუთვნილი წიგნების გადაცემა! საზღვარგარეთ ჩვენს დიასპორაში ქართული ენის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამას აგრძელებს. 📚📚📚

დღეს 13 ოქტომბერს, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები ეწვივნენ პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლას. საკვირაო სკოლას გადაეცა სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე შექმნილი 3 საფეხურიანი სახელმძღვანელოები📖

გენერალური კონსული დიანა ჟღენტი დაესწრო სკოლის ღია გაკვეთილს. მოსწავლეებთან მან ისაუბრა ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის შესწავლის მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას ახალი სახელმძღვანელოების გამოყენებით.

საქართველოს გენერალური საკონსულო უსურვებს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლას წარმატებულ ახალ სასკოლო წელს.

 


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal